მთავარი

სკოლის ისტორია

Sample imageსაშუალო სკოლა „ლამპარი“ დაარსდა 2000 წელს, როგორც მეორე და მესამე საფეხურის სკოლა.
ხოლო 2001 წელს დაემატა პირველი საფეხური დაწყებითი სკოლის სტატუსით.„ლამპარი“ ხარისხიანი განათლების მისაღებად შექმნილი პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციის, მცირე კონტიგენტიანი კლასების, უცხო ენებესა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლებით, მოსწავლეთა მართლამადიდებლური და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდით, სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების შიდა სასკოლო და რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებით და ინტელქტუალურ უნარების განვითარებას და გამოვლენას.მოქმედებს გახანგრძლივებული დღის რეჟიმი.

 

 

პრიორიტეტები

სწავლები სინოვაციური, მეთოდები და სწავლების მაღალი ხარისხი;
მოსწავლეზე  ორიენტირებული ისწავლება ინდივიდუალური მიდგომა;
რესპპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში  მონაწილეობა;
უცხო ენების  (ინგლისური,  რუსული)   გაძლიერებული სწავლება;
მართმადიდებლური სულისკვეთებით აღზრდა  სკოლის მოძღვრის  ხელძღვანელობით;
გახანგრძლივებული ჯგუფები;
მიზნობრივი სასკოლო ღონისძიებები.

 

სასწავლო პროცესი

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება - საშუალო სკოლა ,,ლამპარი“ მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგი სახის  ეროვნული სასწავლო  გეგმით გაუთვალისწინებელი  დამატებითი  საგანმანათლებლო  და სააღმზრდელო მომსახურებას:

1.  I-IX  კლასებში დამატებითი საგნის სტატუსით ისწავლება  რელიგიის ისტორია და  კულტურა.

საგნის შესწავლის მიზანია:
ა)  რწმენის თავისუფლება;
ბ) თითოეულ ადამიანს შედგენილი ჰქონდეს უფლება, იყოს ნებისმიერი რელიგიური  მრწამსის მიმდევარი;
გ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და  მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემისა და  შემწყნარებლობის  დამკვიდრებაში; მოსწავლეთა აღზრდას რწმენის თავისუფლებისა და დემოკრატიის  პრინციპებზე.
დ) მოსწავლის ინფორმირებას სხვადასხვა  რელიგიური ტრადიციების, კულტურასა და ისტორიაში;

2010-2011 სასწავლო წელს  რელიგიის  ისტორიასა და კულტურაში მოსწავლეთა ცოდნა შეფასდება  ჩათვლების სისტემით. საგნის სწავლებისთვის გამოყენებული იქნება  შემდეგი სასწავლო მასალა:
რ. თვარაძის რელიგიის ისტორია და კულტურა, ი. გოგებაშვილის ,,დედაენა“ , ,,შენ თვითონ წაიკითხე ჩემო პატარავ“ , გაზეთი ,,ალილუია“, ,,სათნოებათა გვირგვინი“, ,,წმინდანთა ცხოვრება“, ნ.ყუბანეიშვილის ,,ძველი აღთქმის საღვთო ისტორია “

2.  მოსწავლეთა ინტერესებისა და ნიჭის განვითარებისთვის, აგრეთვე თავისუფალი დროის გონივრულად დაგეგმისთვის სკოლაში შექმნილია:
ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი ფასიანი წრე, რომელიც  ხელს უწყობს  მოსწავლეთა ადრეულ პროფესიულ ორიენტაციას, ბავშვის ნიჭიერების სრულად გამოვლენას და სწორი მიმართულების განვითარებას.

3.  უფასო ეკოლოგიური წრე,  რომლის მიზანია:

·         ბუნებისადმი სათუთი დამოკიდებულების გრძნობის გამომუშავება;

·         ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა;

·         დევიზით ,,არ გავაჭუჭყიანოთ გარემო“-პროპაგანდა და პრაკტუკულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

4.  გახანგრძლივებული სწავლების უფასო წრე.   წრის მიზანია ,,საშინაო დავალების  საათის“ განხორციელება.

მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიული გეგმა 

სკოლა ლამპარის ბიბლიოთეკა 
  

 

 

განცხადებები

საშუალო სკოლა "ლამპარი" აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2011 წლის 31 ივლისამდე. მოსწავლეთა მოძრაობა წყდება (1 აგვისტოდან  25 დეკემბრამდე).
X-XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილია 6–8 ადგილიანი ჯგუფები, სადაც მიმდინარეობს მომზადება საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული პედაგოგების ხელმძღვანელობით.

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა სკოლის გვერდი?