“სკოლა-ლიცეუმ ლამპარის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს ინიციატივა

“სკოლა-ლიცეუმ ლამპარის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს ინიციატივა, დახმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და გაელამაზებინათ ახალი წლის სამზადისი, ერთხმად აიტაცა დიდმა და პატარამ, აქტიურად ჩაებნენ აქციაში მშობლები, პედაგოგები. ოპერატიულად შეგროვდა საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული. პედაგოგებმა გაიღეს თანხა. ყველაფერი გადანაწილდა ორ ოჯახზე და ხელდამშვენებულმა “ლამპარელებმა” მოულოდნელი სიხარულის ცრემლით დაუნამეს ღაწვები ბენეფიციალებს, და გულწრფელი დალოცვა და კეთილი სურვილები გამოატანეს ქველმოქმედებს.სიკეთეს სიტყვები არ უხდება,თავადაა მშვენიერი გულის ნათება.

უსაყვარლესო ,,ლამპარელებო”, ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო, უღრმესი მადლობა სიკეთისათვის. მრავალ შობა -ახალ წელს დაესწარით! ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი!