შეხვედრა სკოლის ექიმთან

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით დავგეგმეთ და ჩავატარეთ შეხვედრა სკოლის ექიმთან , ნაილი ხურციძესთან.

შეხვედრა მოეწყო. მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რადგან მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს სამედიცინო სფეროს მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში. ექიმმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ექიმის პროფესიის თავისებურებები, სწავლების ეტაპები, საჭირო უნარები და პასუხისმგებლობები, რაც ამ სფეროს თან ახლავს. მან ასევე ისაუბრა სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, გააზიარა პირადი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები, რამაც მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერებინა პროფესიის რეალური მხარე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ შრომის ბაზარზე ამჟამად მაღალი მოთხოვნაა როგორც ექიმებზე, ასევე ექთნებზე.ექიმმა ხაზი გაუსვა ამ პროფესიების მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და მოსწავლეებს მოუწოდა, თუ მათ აქვთ ინტერესი და შესაბამისი უნარები, სერიოზულად დაფიქრდნენ ამ მიმართულებით პროფესიის არჩევაზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში – მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. აღნიშნულმა აქტივობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათ ინფორმირებულობასა და პროფესიული არჩევანის შესახებ