„სკოლა-ლიცეუმ ლამპარის“ 30-ე სასწავლო წელი

იწყება ახალი, 2025 -2026 სასწავლო წელი, ეს „სკოლა-ლიცეუმ ლამპარის“ 30-ე სასწავლო წელია!

სამი ათეული წელია, რაც „ლამპარი“ თაობებს აზიარებს განათლებას, სიყვარულს, მეგობრობას, მათ ღირსეულ მამულიშვილებად ზრდის!

მადლობა:

„ლამპარის“ პედაგოგებს– პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის, სიყვარულისთვის;

მშობლებს – ნდობისთვის, გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის;

კურსდამთავრებულებს —„ლამპარის“ სახელის ღირსეულად ტარებისთვის;

მოსწავლეებს – ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის!

გილოცავთ „ლამპარის“ 30-ე სასწავლო წლის დაწყებას! ეს თარიღი გვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას და მომავალს.

გიყვარდეთ ჩვენი სკოლა, გაუფრთხილდით მას და ერთად გავზარდოთ „₾ამპარი“,

ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ოჯახი, კიდევ უფრო წარმატებული და ბედნიერი მომავალი თაობისთვის.

კეთილი იყოს ჩვენი გზა !

P.S. ‘სკოლა-ლიცეუმი ლამპარი“ აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას 1-XI კლასებში.

გახდით ჩვენი ოჯახის წევრი, ეზიარეთ სითბოს, სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, მიიღეთ სათანადო ცოდნა ნათელი მომავლის შესაქმნელად. დარწმუნდებით, რომ „ლამპარში“ რასაც გვპირდებიან, გისრულებენ!