კონფერენცია თემაზე — „ქიმია ჩვენს ირგვლივ“

საბუნებისმეტყველო კათედრაზე ჩატარდა შემეცნებითი და საინტერესო კონფერენცია თემაზე — „ქიმია ჩვენს ირგვლივ“.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაღვივება, მათთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე ქიმიური პროცესების გააზრება და იმის დანახვა, რომ ქიმია მხოლოდ ფორმულები და ლაბორატორია არ არის — ის ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ყოველდღიურობაშია.

მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები, განიხილეს გარემოში მიმდინარე ქიმიური მოვლენები და წარმოაჩინეს, თუ როგორ უკავშირდება ეს მეცნიერება ბუნებას, ჯანმრთელობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. კონფერენციამ ხელი შეუწყო ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, კვლევის უნარების გაღრმავებასა და მეცნიერული ხედვის ჩამოყალიბებას.

ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა — ქიმია მხოლოდ საგანი კი არა, სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზა არის.