სკოლა-ლიცეუმი “ლამპარის” კლასი SEU-ში სტუმრად ახალგაზრდულ აკადემიასთან. დამრიგებელი-ნინო დოღონაძე.
ჩვენი შემეცნებითი ლექცია მიეძღვნა ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების განხილვას.
სტუმრად გვყავდა არაჩვეულებრივი მესამეები თბილ და ყურადღებიან ნინო მასწავლებელთან ერთად.
ლექციაზე სტუმრებმა გაიგეს,
თუ როგორ შექმნა ასტრიდმა ბავშვებისთვის ჯადოსნური სამყარო.
გავიხსენეთ პეპი გრძელწინდა, მაწანწალა რასმუსი და ემილის თავგადასავლები,შევაჯამეთ მიღებული ცოდნა,სტუმრებს დამსახურებულად გადავცით სერტიფიკატები მონაწილეობისთვის.
ბავშვებმა ბევრი რამ თავად იცოდნენ,ბევრიც ჩვენგან შეიტყეს.
მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, მოწესრიგებულობითა და ცოდნისადმი ინტერესით,
მათთან ურთიერთობა იყო ძალიან სასიამოვნო და თბილი.
სტუმრებმა დაგვიტოვეს დადებითი შთაბეჭდილება.
სასურველ თემაზე ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
577254191


