სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება.
რაიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლების 2024 წელს სკოლადამთავრებულ ოქროს და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” გადაეცათ.
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური და მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.
წიგნები 235 ოქროს და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეს გადაეცა.
